ყოველწლიურ ფესტივალზე Black Sea Sound უკვე რამდენიმე წელია ვუკრავ, და ვუკრავ, რადგან მეპატიჟებიან, ვითარდებიან, ყოველ წელს უფრო მრავალფეროვნდებიან და ყველასთვის გასაგებად რომ ვთქვა წინ მიდიან. საინტერესოა ყოველ წელს სხვადასხვა სივრცეში და სცენაზე დაკვრა. დროა ქართველებმაც დაიწყონ ქართულ აქტივობებზე, ივენთებზე სიარული, ისეთზე როგორსაც ბათუმში Black Sea Sound გვთავაზობს.
ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი
Black Sea Sound იძლევა განსაკუთრებული კულტურული ურთიერთობის საშუალებას, რომელშიც არტისტიც და მსმენელიც, აქტივობის ყველა ეტაპზე გრძნობს ამ პროცესის გარდაუვალ პოზიტიურ შედეგებს.
ქუჯი დავითულიანი - მუსიკოსი
Black sea sound არის ჩვენთვის საყვარელი და კარგად ირგანიზებული ფესტივალი, სადაც არანაირი სტილისტური და ჟანრობრივი შეზღუდვები არ არის. მუსიკა მხოლოდ მუსიკისთვის და ერთობისთვის.