მუსიკალური ფესტივალი Black Sea Sound 2014 წელს, ბათუმში დაარსდა. მისი მიზანი ქართველი ხელოვანების, განსაკუთრებით კი საავტორო, ექსპერიმენტული მუსიკის წარმომადგენლების მხარდაჭერა და საზოგადოებისთვის მათი შემოქმედების გაცნობაა.
ფესტივალი ქართველ თუ უცხოელ ტურისტებს სხვადასხვა მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს სთავაზობს:
- ქუჩის მუსიკის კონცერტები;
- კონცერტები ღია ცის ქვეშ;
- მცირე მასშტაბიანი კონცერტები/საღამოები ბათუმში არსებულ სივრცეებში;
- ექსპერიმენტული მუსიკის კონცერტები ბათუმის დრამატულ თეატრში;
- ტრეინინგები, ვორქშოპები ხელოვანებისთვის;
- შეხვედრები/საღამოები მუსიკოსებთან, პროდიუსერებთან და ამ სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებთან.
Black Sea Sound სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება:
მუსიკა
ფესტივალის მთავარი მიზანი საავტორო, ექსპერიმენტული მუსიკის მხარდაჭერაა. ეს მიმართულებები საქართველოში ყველაზე დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის დრამატულ თეატრში, ღია ცის ქვეშ და სხვა ალტერნატიულ სივრცეებში კონცერტები რეგულარულად იმართება.
განათლება
პროექტის ფარგლებში ხშირად იმართება ვორქშოპები და ტრეინინგები, რომლებიც მონაწილეების პროფესიული უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. ტარდება შეხვედრები და სხვადასხვა ღონისძიებები მუსიკის სფეროს წარმომადგენლებთან, რომლებიც დამწყებ ხელოვანებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებენ.
გართობა
ბათუმში, ღია ცის ქვეშ იმართება ქუჩის მუსიკოსების კონცერტები. ღონისძიება, რამდენიმე დღის განმავლობაში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს.